ეს მარტივი სალათა ნამდვილი საოცრებაა! იგი ერთდროულად მსუბუქი, არომატული და ძალიან გემრიელია
ინგრედიენტები
ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ
ნიგოზი - 1 მუჭა
ლეღვი, თეთრი ან შავი - 6-7 ცალი
თხის ყველი - 100 გ
სალათი რუკოლა
ძმარი ბალზამიკო, შავი - 1 ს.კ
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ლეღვისთვის საუკეთესო შეხამება თხის ყველია, მაგრამ თუ ვერ იშოვით, კამამბერი, ბრი ან მათი მსგავსი რბილი ყველი შეარჩიეთ.
დაჭერით ლეღვი და ყველი.
სასალათე თეფშზე გადაიტანეთ რუკოლა, დაალაგეთ ლეღვი, ყველი, მოაყარეთ ნიგოზი.
ერთმანეთში აურიეთ ზეთი, მარილი, პილპილი და ძმარი. მოასხით სალათს და ფრთხილად აურიეთ.