ინგრედიენტები
არაყი - 50 მლ
ძმარი 9% - 50 მლ
ნიორი - 4-5 კბილი
მიხაკი - 4 მარცვალი
შავი პილპილის მარცვლები - 4 მარცვალი
პირშუშხას ფოთოლი - 2 ცალი
კამა - 1 კონა
ქინძის თესლი - 1 ჩ/კ
შაქარი - 2 ს/კ
მარილი - 2 ს/კ
მომზადების წესები
ზამთრისთვის ასე ჩადებული ბოსტნეული დაგიზოგავთ დროსა და ძალებს, შედეგად კი ცოცხლად შენახულ, ვიტამინებით სავსე პროდუქტებს მიიღებთ.
მომზადების წესი:
გარეცხილი და ღუმელში (ან მიკროტალღურში) გატარებული ქილებში ჩაალაგეთ გარეცხილი და გამშრალებული ბოსტნეული ფენაფენა. წინასწარ ქილის ფსკერზე მოათავსეთ სანელებლების ნახევარი, 3-4 ნაწილად დაჭრილი ნიორი. ბოსტნეულის თავზეც მოათავსეთ დარჩენილი სანელებლები.
დაასხით ქილას ადუღებული წყალი, დააფარეთ გასტერილებული ხუფები და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გადმოასხით ადუღებული წყალი ქვაბში და ჩაუმატეთ წყალში შაქარი და მარილი, დადგით ცეცხლზე, მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ არაყი და ძმარი და კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე.
შემდეგ დაასხით ქილებში მოთავსებულ ბოსტნეულს ეს მარინადი და მოხუფეთ ქილები. დააპირქვავეთ ქილები თავით დაბლა და ერთი დღით შეფუთეთ ადიელაში. შემდეგ შეინახეთ ნებისმიერ ადგილას.