ქსენია სობჩაკი დემნა გვასალიას გამოესარჩლა

ქსენია სობჩაკი დემნა გვასალიას გამოესარჩლა

რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა პოპ-მომღერალ ოლგა ბუზოვას მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის დემნა გვასალიასთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„დემნა ბოლოს დაახლოებით ორი წლის წინ ვნახე და ამ ისტორიასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემი აზრით, ოლგამ დემნას სულელური ბრალდებების გავრცელების გამო ბოდიში უნდა მოუხადოს“, - განაცხადა სობჩაკმა.

მან დიზაინერის ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს რუსი დიზაინერი იყო.

რამდენიმე დღის წინ ქსენია სობჩაკმა თავის საავტორო გადაცემაში თქვა, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა მას სთხოვა, რომ ბუზოვასთვის ეთქვა „ნუ აცვია ყველგან ჩვენი ქურთუკი და ნუ წერს ამის შესახებ“. ოლგა ბუზოვამ კი ჩათვალა, რომ ეს დიზაინერი დემნა გვასალია იყო.

ბუზოვას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. რუსები კომენტარებში ითხოვენ, რომ დემნამ Balenciaga-ს დირექტორის პოსტი დატოვოს. დემნა გვასალიას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსები გვასალიას წინააღმდეგ მიდიან. 2019 წლის კოლექციაში არსებულ მაისურს, წარწერით „иди на хуй“ რუსეთში დიდი წინააღმდეგობით შეხვდნენ.