ნონა გაფრინაშვილის მსოფლიო ჩემპიონობიდან 50 წელი შესრულდა. იუბილე ცნობილ მოჭადრაკეს ბიძინა ივანიშვილმა მიულოცა. საიუბილეო საღამოზე „ქართული ოცნების" ლიდერი მეუღლესთან ერთად მივიდა. საღამოს ესწრებოდნენ მომავალი მთავრობის მინისტრობის კანდიდატები და პარლამენტის წევრებიც.