მარიშკა ჯავახაძე, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარბარე მანტკავას განასახიერებდა, ცნობილი მწერლისა და პოეტის ვახტანგ ჯავახაძის შვილიშვილია.
მარიშკა ჯავახაძემ სერიალი რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მოულოდნელად დატოვა და ამის მიზეზად ხელის მოტეხვა დაასახელა.
თბილისში მარიშკას გადაწყვეტილების სხვა მიზეზებზეც საუბრობდნენ, რომლის გამხელისგანაც ამჯერად თავს შევიკავებთ.
როგორც ჩანს, გავრცელებული ჭორები რეალობას მოკლებული არ იყო და ამას მაგალითი მსახიობის ბაბუამ მოჰფინა.
“მიხაროდა, სერიალში რომ ვხედავდი. სერიალებს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ მარიამის ხათრით ვუყრებდი. მერე უარი თქვა სერიალში მონაწილეობაზე. აღარ გააგრძელა, მოიგონა,
თითქოს ხელი მოიტეხა. არაფერი არ მოუტეხია. მოწყინდა და შეეშვა. ძალიან მოსიყვარულე გოგოა, მაგრამ უკმაყოფილო ვარ, რომ ოჯახი არ შექმნა. და შვილთაშვილს არ მომასწრო. ვსაყვედურობ, მაგრამ იცინის, არაფერს ამბობს”, - განაცხადა ვახტანგ ჯავახაძემ.