ასეთი სმუზი თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ საუზმის ან ვახშმის ნაცვლად. ნაკლები კალორიები, მეტი ვიტამინები!
ინგრედიენტები
რძე - 1.5 ჭიქა
ისპანახის ფოთლები - 2-3 მუჭა
ბანანი - 1 ცალი (გაყინული)
მარწყვი - 3/4 ჭიქა (სასურველია გაყინული)
კიტრი - 1/2 ან 1 ცალი, ზომის მიხედვით
მომზადების წესები
ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და ათქვიფეთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. ჩამოასხით ჭიქებში და დალიეთ მაშინვე. შეგიძლიათ ყინულიც დაამატოთ.
რჩევა: თუ სმუზის ხშირად მიირთმევთ, შეგიძლიათ ხილი წინასწარ გაამზადოთ, შეურიოთ ერთმანეთს სასურველი კომბინაციები და პაკეტებით გაყინოთ. შემდეგ მხოლოდ რძეს დაამატებთ და ათქვეფთ.
რძის ნაცვლად შეიძლება კეფირიც.