17 ოქტომბერს, ბათუმში „ჭაჭის თაუერი“ გაიხსნა.
„ჭაჭის თაუერი“ ქალაქის მერმა, ჯემალ ანანიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ გახსნეს.
კოშკს გარს აკრავს ოთხი შადრევანი. თითოეულთან დამონტაჟებულია ჭაჭის ჩამოსასხმელი, სადაც ჭაჭა სპეციალური სენსორული მოწყობილობის საშუალებით მოედინება.
„ჯერ არ გვაქვს განსაზღვრული, ყოველდღე იქნება ჭაჭა, თუ კვირაში ორი დღე" - აღნიშნა ბათუმის მერმა, ჯემალ ანანიძემ „ბათუმელებთან". მისი თქმით, ჭაჭის დაგემოვნება, სავარაუდოდ, ათი წუთის მანძილზე იქნება შესაძლებელი.
ჭაჭის კოშკის სიმაღლე მთლიანობაში 25 მეტრს შეადგენს, მთავარი გუმბათი განთავსებულია 25 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო დანარჩენი 4 გუმბათი– 5 მეტრ სიმაღლეზე. კოშკზე დამონტაჟებულია საათი.
„ჭაჭის თაუერის“ მშენებლობა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 810 055 ლარით დაფინანსდა.