მონაკოს 32 წლის პრინცესა შარლოტა კაზირაგი გათხოვდა. მისი ქმარი 37 წლის პროდუსერი დიმიტრი რასამია.
7 თვის წინ, წყვილს საერთო შვილიც გაუჩნდა. დაოჯახების მოკრძალებული ცერემონიალი 1 ივნისს მონაკოს სასახლეში შედგა.
ქორწილში მხოლოდ უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ დაპატიჟებული.
წყვილის დღესასწაული ამ ცერემონიალით არ დასრულებულა. მათ გრანდიოზული ქორწილის გადახდა აქვთ დაგეგმილი, რომელიც ან საფრანგეთში ჩატარდება, ან იტალიაში.