მსახიობი ნინუცა მაყაშვილი პოპულარული ოჯახის წევრია და თავადაც აქტუალური სახეა.
ნინუცა მარტოხელა დედაა, ის ბესო ზანგურზე იყო დაქორწინებული და პატარა ბიჭუნას აღზრდაში დედა, მსახიობი თამრიკო მაყაშვილი ეხმარება.
შეიძლება ითქვას, რომ ნინუცა მისი ოჯახის ყველაზე სკანდალური წევრია, რომლის შესახებაც ხშირად ვრცელდება ათასი ჭორ-მართალი, მას არაერთ ცნობილ ბიჭთან აწყვილებენ, თუმცა ოფიციალურად არცერთი ჭორი არ გამართლებულა.
"რეიტინგის" ყურადღება ნინუცამ ამჯერადაც მიიპყრო. ვინც მისი ინსტაგრამის აქტიური მიმდევარია, ალბათ შეატყობდა, რომ მსახიობი შეყვარებულია.
ნინუცას რჩეული, ცნობილი და ძალიან სიმპატიური ბიჭი ვასკა ჩხაიძეა. ვასკა ბათუმელია, თუმცა თბილისელ გოგონებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.