ცნობილი მოდელი და ახლა უკვე ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი ხშირად დადის სამოგზაუროდ. მას ქვეყნის საზღვრებს გარეთ წასვლა ძირითადად გადაღებების გამო უწევს.
სალომე ამჯერად ხორვატიაში იმყოფება, სადაც ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო გადაღებებში იღებს მონაწილეობას.
სალომე მზიან სანაპიროზე იახტაზე ნებივრობს და დროს მშვენივრად ატარებს. ის შეუდარებელ ფორმაშია, თუმცა კრიტიკოსები მასაც გამოუჩნდნენ.
"ჭკუაზე არ ხარ რა. კი დეკოლტეც ლამაზია და შენც კარგად გამოიყურები. მარა სასცილოა რომ ტელეფონს არ აგდებ ხელიდან, იმის მაგივრად რომ დრო გაატარო.. მარტო გადაღებებისთვის, რომ გსიამოვნებთ რომ იპოზიორო არიქა ხალხს ანახო რა მაგარ პონტში ხარ... ცოტა გარემოებაც შეირგეთ რა.. პრინციპში 99% აი ესე ხამობს და მარტო პოზირებს, და შენც ხომ არ ჩამორჩები არა... " - დაუწერა სალომეს ერთ-ერთმა ადამიანმა.
კომენტარს მოდელიც გამოეხმაურა და მას ასეთი პასუხი გასცა: სამსახური მაქვს ასეთი. დროსაც არაჩვეულებრივად ვატარებ.