ქინძის სოუსი თევზისა და ხორცისთვის

ქინძის სოუსი თევზისა და ხორცისთვის

ინგრედიენტები

მარილი

ნიორი - 3 კბილი

მწარე წიწაკა, მწვანე - 1

მწვანე ხახვი - 4-5 ღერი

ქინძი - 3 კონა

შაქარი - 1 ჩ.კ

მომზადების წესები

ნიორი გავფცქვნათ, მწვანილი მსცვილად დავჭრათ, წიწაკას მოვაცილოთ ყუნწი და თესლი, დავჭრათ. ყველაფერი გადავიტანოთ ბლენდერში/კომბაინში და დავაქუცმაცოთ.

გადმოვიტანოთ შესაბამის ჭურჭელში, დავამატოთ მარილი და შაქარი, ავურიოთ და მზადაა. მაცივარში ინახება 3-4 დღე. შეგვიძლია მივირთვათ თევზეულთან, ხორცეულთან, ჩავამატოთ წვნიანში.