ბიძინა ივანიშვილი დღეიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრობის ოფიციალური კანდიდატია. ქართული ოცნების ლიდერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მტავრობის მომავალ ხელმძღვანელად წარადგინეს. ივანიშვილი ამბობს, რომ კვირას ახალი პარალმენტი შეიკრიბება, მომდევნო კვირის ოთხშაბათს ან ხუთშაბათს კი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცედურა დაიწყება. განცხადება კოალიციის ლიდერმა რამაზ ჩხიკვაძის საფლავზე გააკეთა. მსახიობის გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი შესრულდა.