მსახიობი მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალ Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს.
პირველად მსახიობი „შოუთაიმის" სერიალის მეშვიდე სეზონში გამოჩნდა, სადაც რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის, მიროვის როლი შეასრულა. ფინალური სეზონის შესახებ კი ინფორმაცია მსახიობმა „იმედის" ეთერში გააჟღერა.
ნინიძე ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობს დომინიკ კუკის ახალ დრამაში, რომლის სამუშაო სახელია Ironbark.