ფოთში აეროპორტის მშენებლობა შეწყვიტეს(VIDEO)

ფოთში აეროპორტის მშენებლობა შეწყვიტეს(VIDEO)

ფოთში აეროპორტის მშენებლობა შეწყვიტეს. პრეზიდენტის მიერ ლობირებული კიდევ ერთი მსხვილი პროექტის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გაჩერდა. ინფორმაციას ინვესტორ კომპანია „რაკია საქართველოშიც" ადასტურებენ. ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური აეროპორტის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო, თუმცა გარემოსდამცველები კოლხეთის ეროვნული პარკის ახლოს ობიექტის მშენებლობას თავიდანვე აპროტესტებდნენ. საერთაშორისო კონვენციებით დაცულ ამ უნიკალურ ეკოსისტემას მსოფლიოს ყოველი მე-7 გადამფრენი ფრინველი შესასვენებლად იყენებს.