“ასტონ ვილამ” ბრიტანული ჩემპიონშიფის პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში “დერბი ქაუნთის” დამარცხება შეძლო (2:1) და სამი წლის შემდეგ პრემიერ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი ვარსკვლავი ჯეკ გრილიში გახლდათ, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა კვლავ დახეული ბუცებით თამაშობდა.
რატომ დახეული? საქმე ის გახლავთ, რომ გრილიში Nike Phantom III-ის ამ წყვილს მარტის შემდეგ ატარებს. 15 მატჩია, რაც ერთი წყვილი ბუცებით თამაშობს – შედეგიც სახეზეა 12 მოგება, ერთი ფრე და ორი მარცხი.
“ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ბუცები ბრწყინვალე მდგომარეობში იყო. ამ ბუცებით ვთამაშობდი, გამქონდა გოლები და ვაკეთებდი საგოლე გადაცემებს. გადამწყვეტ მატჩში მათ არ ვუღალატებ,” – აცხადებდა გრილიში.