ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში ინტერესს აღვივებს და ყველა აქტიურად განიხილავს მათთან დაკავშირებულ თითოეულ დეტალს. სწორედ ამიტომ, მათ მახვილ თვალს არც ისეთი მცირეოდენი დეტალები ეპარება, რომლებიც ამჯერად ქეით მიდლტონის ხელებზე დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კემბრიჯის ჰერცოგინიამ რეკრეაციული ბაღი გახსნა, რომელსაც მისი მეუღლისა და შვილების გარდა, მოგვიანებით თავად დედოფალი ელიზაბეტიც ესტუმრა.
დღის პირველი ნახევრისთვის ქეითმა თეთრი ზედა და კლასიკური შარვალი მოირგო, თუმცა გამორჩეულმა იმიჯმა ვერ გადაფარა ლეიკოპლასტირი, რომელიც მის ცერა თითზე შეამჩნიეს.
გულშემატკივრების ნაწილი უცნაურად მიიჩნევს ამას, თუმცა ჰერცოგინია საკუთარი ხელებით მუშაობდა ბაღში მცენარეების განთავსებაზე და სავარაუდოდ, ხელიც ამ პერიოდში დაიზიანა.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ქეითისთვის მუშაობა უცხო ნამდვილად არ არის, რასაც სხვა შემთხვევებიც მოწმობს, როცა ჰერცოგინია შეხვეული თითებით გამოჩნდა.