თაკო ნაცვლიშვილი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც მსოფლიოს არაერთ წამყვან ბრენდთან თანამშრომლობს.
თაკოს კარიერაში მორიგი სასიამოვნო სიახლეა. ახალ პროექტში ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოდელის დედა, სამოდელო სააგენტო "ლუქ მოდელსის" დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი წერს.
"დილა მშვიდობის!!
როგორც დაგპირდით სასიამოვნო სიახლით გიბრუნდებით.
Bonjour Julia!!!
ამ ტექსტით იწყება თაკო
ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო ვიდეო რგოლში ,რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მაშტაბით იტრიალებს .
მთავარ როლში თაკო ნაცვლიშვილი და ჯულია რობერტსი. კიდევ ბევრი წარმატებები" - წერს ნინო ცქიტიშვილი.