მეგან მარკლის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი ვრცელდება, თუმცა ფაქტიურად უკვე უტყუარია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჰერცოგინიას საშინელი ხასიათი აქვს, რომელსაც ვერცერთი მოსამსახურე ვერ უძლებს და ამის გამო მასთან თანამშრომლობა არაერთმა დაქირავებულმა კადრმა თქვა.
ამჯერად კი მეგან მარკლის ძიძა გაექცა. მართალია პატარა არჩი ჯერ მხოლოდ ორი კვირის დაბადებულია, მაგრამ ჰერცოგინიამ შეძლო და ძიძა სახლიდან წავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მეგან მარკლი ძიძას ყველაფერზე შენიშვნას აძლევდა. ტაბლოიდები წერენ, რომ ჰერცოგინია პატარასთან მიკარების უფლებას მხოლოდ საკუთარ დედას აძლევს. რომელიც უკვე დაბრუნდა ლოს-ანჯელესში, ასე რომ მეგან მარკლი ამჯერად პატარა პრინცს მარტო ზრდის.