მსახიობი გიორგი მახარაძე ერთი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მოახერხა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა გაუმჯობესებულია - მხოლოდ პერიოდულ გადამოწმებას საჭიროებს.
გიორგი მახარაძე პოპულარობით გოგონებში სარგებლობს, თუმცა მისი გული უკვე დაკავებულია და წლებია მარიამ ნადირაძის შეყვარებულია.
მარიამი მახარაძეს განსაცდელის დროს გვერდიდან არ მოშორებია, ისინი ერთად ცხოვრობენ და როგორც გაირკვა დაოჯახებასაც გეგმავენ.
ამის შესახებ, მარიამ ნადირაძემ ჟურნალ "სარკეს" განუცხადა. გიორგი მახარაძემ საყვარელ ქალს ხელი, უცხოეთში სთხოვა.
რაც შეეხება ქორწილს, ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით წყვილმა არ იცის, თუმცა სადა წვეულების მოწყობას გეგმავენ.
შეგახსენებთ, გიორგი მახარაძე წარსულში იყო დაქორწინებული, მისი მეუღლე თამრიკო ჭოხონელიძის და გია როინიშვილის ქალიშვილი, მარიამ როინიშვილი გახლდათ.