ესპანეთში, 5 წლის ქართველი ბავშვი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო. როგორც „პრაიმტაიმს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, საელჩო ოჯახთან მუდმივ კომუნიკაციაშია.
„ბარსელონაში საქართველოს საკონსულომ იცის ამ ფაქტის შესახებ და ოჯახთან მუდმივ კომუნიკაციაშია”,- აცხადებენ უწყებაში.
ესპანური მედიის ცნობით, სანაპიროზე ქარი და ტალღები იყო. მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყლის სიღრმეში შეიყვანა. ბავშვების მამამ წყლიდან ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, ხოლო მესამე დინებამ გაიტაცა.