“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“არ გამიკვირდება, გიჟთამარას პარტიის წარმომადგენლებმა, სისტემის მსხვერპლად რომ გამოაცხადონ თავი და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქციები დააანონსონ” – წერს გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
გოცირიძე სავაურაუდოდ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელთა შეფასებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადად, შალვა შავგულიძე (“ნაციონალური მოძრაობის”) “სისტემას” ეწინააღმდეგებოდა.
ამავე თემაზე ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც გააკეთა განცხადება:
„შალვა შავგულიძის ფანი არ ვარ, ნათელია ალბათ, მაგრამ მათიკაშვილის და ზარდიაშვილის მხრიდან მის გინებაზე გული მერევა. ერთადერთი, მეგობრებო „ევროპული საქართველოდან”, რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა შავგულიძე, ეს რა ვორდინგია? ვინ იყო, უკაცრავად, რეჟიმი, ამ ქვეყნის საუკეთესო მთავრობა მთელი მისი ისტორიის მანძილზე?! შეცდომების დამშვების, კი ბატონო, მაგრამ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო საჯარო მოხელის, ზურა ადეიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება, ასევე ძალიან სამარცხვინო მგონია. მანდვე გიზით ადეიშვილისავე ყოფილი მოადგილე ოთარ კახიძე და მას ჰკითხეთ, თუ არ გსმენიათ. ან გირგვლიანის საქმეზე რაღა ადეიშვილს მიახტით? ცოტა სხვაგან ხო არ იწყება ეგ ამბავი, შემთხვევით? არ ღირს არც მთაწმინდის და არც სხვა რომელიმე არჩევნები ისტორიის უსამართლო რევიზიად, ტეხავს და ქოცობაა“, – დაწერა ნიკა გვარამიამ „ფეისბუქზე” ელენე ხოშტარიასადმი მიმართვაში.