“მე ვიყავი ეტყობა ბრმა და ვერ ვხედავდი ამას…” –

“მე ვიყავი ეტყობა ბრმა და ვერ ვხედავდი ამას…” –

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს” წევრს, ელენე ხოშტარია გააკრიტიკა:

„შალვა შავგულიძის ფანი არ ვარ, ნათელია ალბათ, მაგრამ მათიკაშვილის და ზარდიაშვილის მხრიდან მის გინებაზე გული მერევა. ერთადერთი, მეგობრებო „ევროპული საქართველოდან”, რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა შავგულიძე, ეს რა ვორდინგია? ვინ იყო, უკაცრავად, რეჟიმი, ამ ქვეყნის საუკეთესო მთავრობა მთელი მისი ისტორიის მანძილზე?! შეცდომების დამშვების, კი ბატონო, მაგრამ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო საჯარო მოხელის, ზურა ადეიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება, ასევე ძალიან სამარცხვინო მგონია. მანდვე გიზით ადეიშვილისავე ყოფილი მოადგილე ოთარ კახიძე და მას ჰკითხეთ, თუ არ გსმენიათ. ან გირგვლიანის საქმეზე რაღა ადეიშვილს მიახტით? ცოტა სხვაგან ხო არ იწყება ეგ ამბავი, შემთხვევით? არ ღირს არც მთაწმინდის და არც სხვა რომელიმე არჩევნები ისტორიის უსამართლო რევიზიად, ტეხავს და ქოცობაა“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე” ელენე ხოშტარიასადმი მიმართვისას.

ნიკა გვარამიას მიმართვას უმარავი გამოხმაურება მოყვა, მის მიერ დაწერილ პოსტს დავით ზურაბიშვილმა ასეთი კომენტარი დაურთო:

“კი როგორ არა, ადეიშვილი იყო საუკეთესო საჯარო მოხელე, ვანო მერაბიშვილი საუკეთესო შსს მინისტრი, მეგის ქარდავა სამხედრო პოლიციის საუკეთესო ხელძღვანელი, ბაჩო ახალაია პენიტენციარული სისტემის საუკეთესო ხელძღვანელი, მუხაძე და ფაცაცია საუკეთესო ნადზორები და ა.შ.

მე ვიყავი ეტყობა ბრმა და ვერ ვხედავდი ამას. პლუს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კიდევ.”