"გირგვლიანის საქმეზე რაღა ადეიშვილს მიახტით? ცოტა სხვაგან ხო არ იწყება ეგ ამბავი, შემთხვევით?"

არ ღირს არც მთაწმინდის და არც სხვა რომელიმე არჩევნები ისტორიის უსამართლო რევიზიად, ტეხავს და ქოცობაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.

"შალვა შავგულიძის ფანი არ ვარ, ნათელია ალბათ. მარა მათიკაშვილის და ზარდიაშვილის მხრიდან მის გინებაზე გული მერევა.

ერთადერთი, მეგობრებო ევროპული საქართველოდან, Helen Khoshtaria, სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა შავგულიძე, ეს რა ვორდინგია? ვინ იყო, უკაცრავად და, სისტემა (რეჟიმის კონოტაციით, იმიტომაც დამამახაოვრდა სიტყვა რეჟიმი, არაზუსტად)? ამ ქვეყნის საუკეთესო მთავრობა მთელი მისი ისტორიის მანძილზე? და ზურა ადეიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება, შეცდომების დამშვების, კი ბატონო, მაგრამ საუკეთესო საჯარო მოხელის საქართველოს ისტორიაში, ასევე ძალიან სამარცხვინო მგონია. მანდვე გიზით ადეიშვილისავე ყოფილი მოადგილე Oto Kakhidze და იმას კითხეთ, თუ არ გსმენიათ. ან გირგვლიანის საქმეზე რაღა ადეიშვილს მიახტით? ცოტა სხვაგან ხო არ იწყება ეგ ამბავი, შემთხვევით?

არ ღირს არც მთაწმინდის და არც სხვა რომელიმე არჩევნები ისტორიის უსამართლო რევიზიად, ტეხავს და ქოცობაა", - წერს გვარამია.