როდემდე გაგრძელდება სეტყვა და უამინდობა? -

როდემდე გაგრძელდება სეტყვა და უამინდობა? - "ხვალიდან შე­და­რე­ბით უკე­თე­სი ამინ­დი იქ­ნე­ბა"

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­ის სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძის ინფორმაციით, სე­ტყვის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა მაის-ივ­ნი­სის თვე­ებ­ზე მო­დის. იგი დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის. რო­გორც ნი­ო­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ხვა­ლი­დან ამინ­დი შედარებით გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

"მა­ი­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ამინ­დია. სე­ტყვის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა სწო­რედ მა­ი­სის და ივ­ნი­სის თვე­ზე მო­დის. დღეს და­ი­სე­ტყვა თბი­ლი­სის ცალ­კე­უ­ლი უბ­ნე­ბი, ასე­ვე სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი. კა­ხე­თის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში ვე­ლო­დე­ბით ასე­ვე სე­ტყვას.

ხვა­ლი­დან უკე­თე­სი ამინ­დი გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში არის ხან­მოკ­ლე წვი­მის და ელ­ჭე­ქის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ დღე­ვან­დელ­თან, გუ­შინ­დელ­თან და წინა დღე­ებ­თან შე­და­რე­ბით, უკე­თე­სი ამინ­დი იქ­ნე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს" - გა­ნუ­ცხა­და "ამბებს" სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ.