უკრაინის გენპროკურორი:  მიხეილ სააკაშვილი მოღალატეა

უკრაინის გენპროკურორი:  მიხეილ სააკაშვილი მოღალატეა

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლავინდებურად უკრაინის მოღალატედ მიიჩნევს.

ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, როდესაც უპასუხა „ერ-ბე-კა-უკრაინას“ რედაქტორის კითხვას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ: რჩება თუ არა ძალაში მისი პოზიცია სააკაშვილის მიერ კურჩენკოსთვის ფულის გამორთმევასა და დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაზე, თუ კონცეფცია შეიცვალა? „არა. ის მოღალატეა“ - უპასუხა ჟურნალისტს ლუცენკომ.

სააგენტო „უნიანის“ თანახმად, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის ინკრიმინირებული, მათ შორის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ლუცენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის ორგანიზება განახორციელა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, 2017 წელს მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი პოლონეთის მხრიდან.