უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას TSpress.ge-ს დამფუძნებელი და რედაქტორი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზელენსკის რჩევა მისცა:
“რჩევა ზელენსკის: რომელიმე მაღალი თანამდებობა მისცეს მიშას, თუ მისი ნამდვილი სახის დანახვა უნდა. მერე კანონის მიხედვით იმოქმედოს”, – დაწერა ჯანაშიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე, პოსტის კომენტარებში კი დასძინა: – “ზელენსკიმ კარგად იცის ყველაფერი, ეს ნაბიჯიც რაღაცას ისახავს მიზნად, ასე მგონია”
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის დადგენილებაში, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ხვალ ჩაფრინდება.