როგორ ეხმაურება იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას?!

როგორ ეხმაურება იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას?!

იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება.

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი  უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის  გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს.

„მაშინ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი: მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური შურისძიება იყო პეტრო პოროშენკოს მხრიდან, სამართლებრივი განუკითხაობა და გაბატონებული უსამართლობა. მოხარული ვარ, რომ დღეს სამართლიანობამ იზეიმა და სააკაშვილი კვლავაც უკრაინის მოქალაქეა“ – აცხადებს „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის დადგენილებაში, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

სოციალისტი Молодец Миша, молодец... вот сейчас ты настоящий Джигит!
5 წლის უკან