მსახიობი ქეთევცან კიკნაძე დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაში რუსულ კვალს ხედავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ფრთხილად ხალხნო! აზერების უკან რუსეთი დგას, რომელიც ამ არეულობას ელოდება,დავკარგავთ თუ ჭკუით არ მიუდგებით. მე მზად ვარ ჩემი სისხლი გავიღო ამისათვის, მაგრამ ვინ ამოგვიდგება ჩვენ მხარში, ამაზეც იფიქრეთ. ეს ხელისუფლებამ უნდა მიაღწიოს აუცილებლად ჯერ, შემდეგ უნდა ჩვენი აქტივობა, რომ გამოიღვიძონ, – “გველსა ხვრელით მამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი” პირი უნდა შევკრათ , თუ საჭიროა ეშმაკთან და არ დავკარგოთ ტერიტორიები. ახლა კი გარეჯი.”– წერს ქეთევან კიკნაძე.