დავით-გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე, რასთან მიმართებაშიც საქართველოს პრეზიდენტს საზოგადოების გარკვეული ნაწილი აკრიტიკებს, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა დავით გარეჯის თემის წამოწევის გამო, ვიდრე ამ პროცესის შედეგები არ ვიცით, არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია. ყველა საქმეში მთავარი შედეგია. შედეგი კი ზოგადად სამგვარი არსებობს:
1) მთელი ამ დავიდარაბის მერე არაფერი იცვლება დ ყველაფერი ძველებურად რჩება. ასეთ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს ეკუთვნის კრიტიკა, რადგან თუ არაფერი იცვლებოდა ნერვები რაღას დაგვაწყვიტა…
2) პროცესი დასრულდა ჩვენთვის მდგომარეობის გაუარესებით. – ასეთ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს კრიტიკაზე მეტი ეკუთვნის…
3) პროცესი დასრულდა ჩვენ სასარგებლოდ ანუ მდგომარეობის გაუმჯობესებით. ასეთ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს ბუნებრივია ქება ეკუთვნის, გაყინული პრობლემის გაცოცხლებისთვის
ჰოდა, ვიდრე ეს ყველაფერი არ ვიცით, რატომ ვბრაზობთ? რა თქმა უნდა, ის გარკვეულ რისკზე წავიდა, როდესაც გადაწყვიტა, გაყინული კონფლიქტი გაელღო, მაგრამ თქვენ გინახავთ გაყინულ სტადიაში მოგვარებული კონფლიქტი? – რისკი იყო თუ არა გამართლებული, ეს შედეგით შევაფასოთ…” – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.