"უკრაინასთან ურთიერთობა გაცილებით უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ზელენსკის გადაწყვეტილებების შეფასება“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას.
"მე მგონია, საქართველოს მოქალაქეობასთან ამ ნაბიჯს არანაირი კავშირი არ აქვს. ვინაიდან, საქართველოს მოქალაქეობა მისთვის არავის ჩამოურთმევია. მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ და იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რაც შესთავაზეს, თუმცა დიდი ხანი არ გაძლო მისმა კონსტრუქციულობამ, ვინაიდან ლიდერობა უსაფუძვლოდ მის ფსიქოტიპში ზის.
რამდენად ძვირი დაუჯდება ზელენსკის ეს გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით, მაგრამ უკრაინა ჩვენი მოკავშირე, პარტნიორი ქვეყანაა და ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან ურთიერთობა გაცილებით უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგა.