"მიხიელ სააკაშვილის დღის წესრიგში უფრო უკრაინაა, ვიდრე საქართველო, რადგან ის საკუთარ თავს გლობალური პოლიტიკის ნაწილად თვლის. ახლა უკრაინაში ძალიან ცხელი პერიოდია, სადაც სერიოზული აქტივობებია საჭირო. ზელენსკისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოროშენკოს სისტემის დემონტაჟი, რომელიც ძალიან რთულია“, - ამის შესახებ “2020NEWS"- თან პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხდა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის სააკაშვილის ტემპერამენტი ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სისტემის მინგრევ-მონგრევისთვის სჭირდება.
"ვლადიმერ ზელენსკის სააკაშვილის ტემპერამენტი იმისთვის სჭირდება, რომ პოროშენკოს სისტემა მიანგრ-მოანგრიოს. თუ უკრაინაში სააკშვილის პოლიტიკრი რეაბილიტაცია მოხერხდა, აღნიშნული საქართველოში მის პოზიციებს გააძლიერებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდნტს, ოდესის ყოფილ გუბერნატოს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.