რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებაზე კომენტარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა.
ზახაროვამ მომღერალ ნატაშა კოროლევას მიმართა.
"იქნებ, შენც შეგიშვან შენს ისტორიულ სამშობლოში? შენ ხომ უფრო მეტი უფლებები გაქვს იქ, ვიდრე სააკაშვილს“,- დაწერა ზახაროვამ სოციალურ ქსელ ფეიბუქში“.
ცნობისთვის, ნატაშა კოროლევამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან სასამართლო დავა 2017 წლის ივლისში წააგო და მშობლიურ ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
ზელენსკის შესაბამისი ბრძანებულება, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდა.