მიხეილ სააკაშვილმა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მზად არის შუამავლად ჩაერთოს საქართველო-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების საკითხში, რომელიც დავით გარეჯის პრობლემას მოაგვარებს. აღნიშნულ საკითხს ეხმიანება პუბლიცისტი დავით კალანდია.
“ხო იცის, რომ დავით გარეჯთან კი არა, უბანში “დურაკას” თამაშის შედეგების გადახედვასთანაც არ მიუშვებენ, რადგან ყველგანჩასვრილია, თანაც დიდი ორდერია გამოწერილი მის დაკავებაზე, მაგრამ ეს ბოზი-პროვოკატორი…
არა, სიტყვა “ბოზი” მას არ უხდება, რადგან ბოზს გარკვეული მომხიბლელობა და მიმზიდველობა უნდა ჰქონდეს, მასთან მისვლა რომ მოგინდეს. ამ უაზრო წარმონაქმთან კი მისვლა-მიახლოვება მხოლოდ ზიზღსა და გულის რევას იწვევს ყველა ნორმალურ ადამიანში.
ის უბრალოდ პროვოკატორია.
ხოდა ეს პროვოკატორი შანსს არ უშვებს, საკუთარი თავი რომ არ შეახსენოს თავის ერთდროს კონტროლირებად ტერიტორიას, რომლის 20% მან დიდი ზარზეიმითა და სიხარულით ჩააბარა ცივსისხლიან მონსტრს.
წარმომიდგენია, ეს ქინძისხახვი რატომღაც მართლა რომ ჩააბა მოლაპარაკების პროცესში, სრულიად შესაძლებელია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ მარნეული, ლილოს ბაზრობა და დეზერტირების ბაზარში მემწვანილეების რიგებიც აგვახიონ.
დილით წავიკითხე მისი ბლუყუნი, აღვიგზენი და სრულიად დამავიწყდა, რომ სიგარეტის ფასმა მოიმატა და მაცივარი ისევ ცარიელი მაქვს.”– წერს დავით კალანდია.