„ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილთან კულუარულად მაინც უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები, რომ დავით გარეჯის საკითხზე დახმარება აღმოუჩინოს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრობლემის სათავე და არა მარტო დავით გარეჯთან მიმართებაში.
“აზერბაიჯანმა დაინახა, რომ ათწლეულების განმავლობაში სადავო ტერიტორია, გაყინული იყო. აზერბაიჯანი ცდილობს, თავის სახელმწიფოებრივ ინტერესს მიაღწიოს და სად არის თავისი ხელისუფლების პირობებში ამ პრობლემების მოგვარებას ახერხებდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისი ურთიერთობებიდან გამომდინარე, თავისი გამოცდილების გათვალისწინებით. ის ახერხებდა, საქართვლოს სახელით მოლაპარაკება ეწარმოებინა აზერბაიჯანთან ისე, რომ ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ყოფილიყო დაცული და სტრატეგიული მეზობლის ინტერესებიც არ ყოფილიყო უგულებელყოფილი. თუ „ქართულ ოცნებაში“ არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები, არ უნდა მოერიდოთ, კულუარულად მაინც უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები სააკაშვილთან, რომ იქნებ, ამ გზაზე მათ დახმარება აღმოუჩინოს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალა, რომელსაც ერქვა - "სააკაშვილი ამბობს, რომ მზად არის დავით გარეჯის საკითხი ადვილად გადაწყვეტოს" - გაქრა. ამიტომ აქ გავიმეორებ იმ კომენტარს:
უნდა ამ კაცს (სააკაშვილს) გამოადგეს სამშობლოს და მიეცით საშუალება, ისეთი ელემენტარული საკითხი მაინც მოგიგვაროთ, როგორიც გარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხია! - ხომ გახსოვთ, რა უცებ მოგვიგვარა ცხინვალისა და აფხაზეთის საკითხი 2008 წლის აგვისტოში!
ვიღაცა იტყვის, 9 წელი რომ პრეზიდენტიც თვითონ იყო, პარლამენტის თავმჯდომარეც, პროკურორიც, მოსამართლეც, საგარეო საქმეთა მინისტრიც... მაშინ რატომ არ მოაგვარა, თუ ასეთი ადვილი მოსაგვარებელიაო? - სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი თვითონ იყო ქვეყანაში და ვერ მოიცალა. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი რომ მყისიერად გადაჭრა, უნდა იყო უპასპორტო, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი და უმუშევარი.