ასეთი საქციელი არაკონსტრუქციულია როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მიმართ

ასეთი საქციელი არაკონსტრუქციულია როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მიმართ

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დავით გარეჯში დაგეგმილი აქცია ქართული, აზერბაიჯანული და სომხური დროშების თანხლებით ჩატარდება, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"შეიძლება კეთილი მიზნები ჰქონდეთ მომწყობთ, მაგრამ ყველასთვის ცხადია, როგორ აღიზიანებთ აზერბაიჯანელებს სომხეთის დროშა. ეს საქციელი სრულიად არაკონსტრუქციული იქნება. არამეგობრული საქციელია სომხეთის მიმართაც და სომხეთის ჩათრევის მცდელობასაც ჰგავს ჩვენს ქართულ-აზერბაიჯანულ პრობლემებში.

თბილისში კი, შეგვიძლია, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს პატივი მივაგოთ და მათი დროშები გამოვფინოთ, მაგრამ არა გარეჯში“, - წერს ლაშა ბაქრაძე.

შეგახსენებთ, დღეს დავით გარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია - "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" იმართება.