"სიტუაციის დაძაბვა საქართველო-აზერბაიჯანის სტარტეგიულ ინტერესებში არ შედის და ეს ჩანს იმ განცხადებებიდან, რომელიც ორივე ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან კეთდება. თუმცა, გამორიცხული, არ არის, რომ დაინტერსებული იყოს, როგორც მესამე ძალა, ისე შიდა ძალები, რომლებიც ცდილობენ წყლის ამღვრევას"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მოსაზრებს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით კრიზისის გაღრმავება მიზანმიმართულად ხდება.
"სიტუაციის დაძაბვა საქართველო-აზერბაიჯნის ინტერესებში არ შედის და ეს ჩანს იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ორივე სახელმწიფოს მხრიდან კეთდება.
"საკმაოდ ზომიერი და კეთილგანწყობილი განცხადება გააკეთა საქართველოს პატრიარქმაც. მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ სიტუაციის დაძაბვით დაინტერესებული იყოს, როგორც მესამე ძალა, რომლის ინტერესებშიც არ შედის საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტარტეგიული ურთიერთობა რეგინში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
"რადიკალურად განწყობილი შიდა ძალები, რომლებიც ცდილობენ წყლის ამღვრევას.
"არა მგონია, რომ დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებს რაიმე სერიოზული სახე მიეცეს, რადგან ორივე ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს ამ საქმის მოგვარებას.
"ამიტომ ყვირილით და ერთმანეთზე პრეტენზიების წაყენებით პრობლემა ვერ გადაიჭრება და ამ საკითხის დარმატიზირებით ვერცერთი ძალა თავის პოლიტიკურ მომავალს ვერ ააგებს" - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.