უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
უკრაინის მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება ქვეყნის მეთაურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში გაუუქმა.