რუსული საბავშვო პროექტი "ახალი ხმა" სკანდალურად დასრულდა, რის გამოც ორი დღის წინ, რუსეთის პირველ არხზე პროექტის ფინალი ეთერში განმეორებით გავიდა.
16 მაისს გამართულ ფინალზე, პროექტის გამარჯვებული ალსუს 11 წლის ქალიშვილი გახდა, რასაც ხალხის უკმაყოფილება მოჰყვა, სწორედ ამის გამო მოხდა ხმების ანულირება.
განმეორებით ფინალზე მონაწილეობა არ მიიღო ალსუს ქალიშვილმა, რის შესახებ მაყურებელს გადაცემის წამყვანმა აცნობა.
"სამწუხაროდ მიკელ აბრამოვამ უარი თქვა დღევანდელ კონცერტში მონაწილეობაზე, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივს ვცემთ მას" - განაცხადა შოუს წამყვანმა.
ამ სეზონის სპეც-გამოშვების მონაწილეებს შორის იყო ქართველი კონკურსანტიც ანასტასია სისაური. ბავშვებმა "აბბას" სიმღერები შეასრულეს. საბოლოოდ არხის გადაწყვეტილებით ყველა ბავშვი პროექტის გამარჯვებულად გამოცხადდა და სწორედ ასე გამოისწორეს იმიჯი.