რამდენიმე კვირის წინ უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. ქვეყანას სათავეში ცნობილი იუმორისტი ვლადიმირ ზელინსკი ჩაუდგა.
ვლადიმირ ზელინსკის ძალიან უყვარს საქართველო და ჩვენი სიმღერით არის განსაკუთრებულად მოხიბლული.
მისი საყვარელი ქართული ჯგუფი "მგზავრებია". ამას კი მისი ინსტაგრამის პირადი გვერდი მოწმობს, "მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი იმ იშვიათ გამონაკლისებს ეკუთვნის, რომელსაც ახლა უკვე პრეზიდენტი ზელინსკი ინსტაგრამზე ათვალიერებს.
"მგზავრებს" უკრაინის პრეზიდენტთან დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებთ. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ვლადიმერ ზელინსკი მათთან ერთად ქართულადაც უქეიფია.