დადუმებული რომ სხედხართ „ქართული ოცნების“ დეპუტატი კაცები, ახია თქვენზე - ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგრამ მაგის თავიც არა გაქვთ

დადუმებული რომ სხედხართ „ქართული ოცნების“ დეპუტატი კაცები, ახია თქვენზე - ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგრამ მაგის თავიც არა გაქვთ

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საკითხზე პარლამენტში საზღვრის სადემარკაციო კომისიაა დასაბარებელი და მოსაწვევია საგანგებო სხდომა.

როგორც ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღეს დავით გარეჯის საკითხზე ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც ქვეყნის ტერიტორიის 22% მოწინააღმდეგეს ჩააბარა და მიყიდა.

„ქართველ ხალხს მინდა მივმართო - ხედავთ რა ხდება საქართველოს პარლამენტში? ხედავთ რა დონემდე მივიდნენ, რომ ბოკერიები ამხელენ „ქართულ ოცნებას“, გამოდიან და სანდრო გირგვლიანს იცავენ. სამარცხვინოა, რაც დღეს ხდება. ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა, 2020 წლისთვის „ქართული ოცნებაც“ უნდა დავამთავროთ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე მოღალატე ჯგუფიც. დღეს ვინ ლაპარაკობს დავით გარეჯზე? ის გარიგებები დაიწყო სააკაშვილის პერიოდში და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა და დღეს აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლები მის განცხადებებს ეყრდნობიან, რომელიც ამბობდა ნახევარი გარეჯი ჩვენ არ გვეკუთვნის, იმათიაო. ის ხალხი ლაპარაკობს დღეს დავით გარეჯზე და რაღაც ძალების მონაწილეობაზე, ქართული მიწების 22% მოწინააღმდეგეს რომ ჩააბარა და მიყიდა. ბოლო-ბოლო ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე, რაც ხდება ამ პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც? დადუმებული რომ სხედხართ „ქართული ოცნების“ დეპუტატი კაცები, ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე, რაც ხდება! ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს! მაგის თავიც არა გაქვთ რომ გაექაჩოთ, გაიყვანოთ დარბაზიდან და პირში უთხრათ სათქმელი. სხედხართ აქ და მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოდიხართ. სირცხვილი თქვენ ყველას!“, - განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილი იმ ინფორმაციის გასაჯაროებასაც ითხოვს, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის 70% შეთანხმდა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა პირობით და რომელი რუკებით შეთანხმდა საზღვარი.

„რაც შეეხება გარეჯის თემას, ნურავინ გვასწავლის ჭკუას, როგორ ვიმოქმედოთ. სადემარკაციო კომისია დასაბარებელია პარლამენტში, მოსაწვევია საგანგებო სხდომა. ლაპარაკი რომ მიდის საზღვრის 70% შეათანხმეს, საჯარო რატომ არ არის ინფორმაცია რა პირობით შეთანხმდა? რომელი რუკებით შეთანხმდა? რატომ არის ეს ინფორმაცია ხალხისთვის დახურული? აზერბაიჯანელების პატივისცემაზე რომ გველაპარაკებიან, აზერბაიჯანელებსაც ვცემთ პატივს, ალიევიც მიგვაჩნია, რომ გონიერი პრეზიდენტია, მაგრამ ნუ ეპოტინებიან ჩვენსას, დავით გარეჯი ეს არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ქართული მიწაა ეს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ენის კანკალით რომ ლაპარაკობენ ისე კი არა, ღირსეულად უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მაგრამ რისი დამცველები ხართ თქვენ „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები. ამ ხალხისთვის ვერ მოგივლიათ და ახლა თქვენი მხილების რეჟიმზე არიან გადასულები. ახია თქვენზე. ასეთი ქვეყანა ააშენეთ თქვენ, უზნეო ქვეყანა. საერთოდ დაკარგულია ყველანაირი პატივისცემა, ზნეობა, მორალი. რა პარლამენტი ვართ ჩვენ საერთოდ, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში. მრცხვენია, აქ რომ ვზივარ. გეუბნებით, ორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი! 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული, მადლობა თქვით კიდევ“, - განაცხადა ინაშვილმა.

სოციალისტი ყოჩაღ ჩვენო ირმა!
ქართველი ხალხი
5 წლის უკან
უ ც ხ ო :
ჯიგარი გოგო ხარ!
5 წლის უკან
უ ც ხ ო :
დასძლიეთ ამბიციები, გაერთიანდით შენ და ნინო და იქცევით რეალურ "მესამე ძალად", რომელიც "გაკრეფილ შუას" აქცევს ისეთ ძალად, "პირველ" და "მეორე" ძალას რომ გაახმობს.
5 წლის უკან