ლადო კახაძე:  დებატებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიიდან მოდის მოთხოვნა

ლადო კახაძე:  დებატებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიიდან მოდის მოთხოვნა

სამწუხაროდ, დარჩენილ მცირე დროში შეუძლებელია ყველა არხზე სტუმრობა. ამავდროულად, ერთ არჩევნებზე, ერთ კონკურენტთან, ერთი და იგივე საკითხზე, ასეთ მცირე დროში, 5 და ათი დებატის გამართვა შეუძლებელი და არასერიოზულია.

სწორედ ამიტომ სამართლიანად მიმაჩნია დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ჩვენი მოქალაქეების, ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის ეთერში გაიმართოს.

თუკი დანარჩენი მედიის წარმომადგენლები ისურვებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხირდანაც იქნება მზაობა, დაგეგმილ დებატებში ყველა არხის ჟურნალისტს მისცეს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ბუნებრივია, მე მზად ვარ ნებისმიერი ჟურნალისტის, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო.