ნინო შუბლაძე „ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზებზე არ საუბრობს

ნინო შუბლაძე „ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზებზე არ საუბრობს

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება, თავად ჟურნალისტი “აიპრესთან” კატეგორიულად უარყოფს.

“არც შემოთავაზება მქონია და არც განმიხლავს მსგავსი თემა. კატეგორიულად უარვყოფ გავრცელებულ ხმებს ამის თაობაზე” – აცხდებას “აიპრესთან” სატალეფონო კომენტარში შუბლაძე.

ნინო შუბლაძე “ქართული ოცნების” პიარ სამსახურში უკვე 2 თვეზე მეტია აღარ მუშაობს და როგორც “აიპრესისთვისაა” ცნობილი – ჟურნალისტი ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში “გაუ” – მედია პროექტებზე მუშაობს და მომავალში მედია სკოლის ან მედია ფაკულტეტის გახსნას გეგმავს.

შეგახსნებთ, ჟურნალისტი ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და საინფრომაციო სამსახურის უფროსი, შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს კი ტვ პირველის ხელმძღვანელი იყო. ბოლოს “ქართული ოცნების” საკომუნიკაციო ცენტრში მუშაობდა, რომელიც 2 თვეა დატოვა. წამოსვლის მიზეზებზე შუბლაძე არ საუბრობს და დამატებით დეტალებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.