ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას.
„არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს", – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ.
რაც შეეხება სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დავით გარეჯში დღეს დაგეგმილ აქციას, კუპატაძის განცხადებით, მოქალაქეების აყვანა ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვით მოხდება.
„რა თქმა უნდა, აქ შეკრებილ ხალხს ექნება საშუალება ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ეტაპობრივად მოვახდინოთ ამ ხალხის აყვანა. რამოდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა", – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.