სააკაშვილი ამბობს, რომ მზად არის დავით გარეჯის საკითხი ადვილად გადაწყვეტოს

სააკაშვილი ამბობს, რომ მზად არის დავით გარეჯის საკითხი ადვილად გადაწყვეტოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, დავით გარეჯის საკითხის მოგვარებში ჩაერთოს. იგი ირწმუნება, რომ აქვს კავშირები აზერბაიჯანში და შეუძლია, რომ დავით გარეჯის საკითხზე აწარმოოს მოლაპარაკებები.

„გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან მალე მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ, თავად ჩავერთო მოლაპარაკებებში, რადგან მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი შნირების მთავრობაა, მზად ვარ, გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებში ვიყო შუამავალი მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი, რადგან ესენი არაფრის გადამწყვეტები არ არიან.

აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან საბოლოო ჯამში ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს. ივანიშვილები მოდიან და აუცილებლად წავლენ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი რჩება. ესენი არიან ძმური, ახლო ერები, ეს არაერთხელ დაამტკიცეს, მათ შორის, უახლეს ისტორიაში. მე მზად ვარ, ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა“, – განაცხდა სააკაშვილმა.

უ ც ხ ო :
უნდა ამ კაცს გამოადგეს სამშობლოს და მიეცით საშუალება, ისეთი ელემენტარული საკითხი მაინც მოგიგვაროთ, როგორიც გარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხია! - ხომ გახსოვთ, რა უცებ მოგვიგვარა ცხინვალისა და აფხაზეთის საკითხი 2008 წლის აგვისტოში!
ვიღაცა იტყვის, 9 წელი რომ პრეზიდენტიც თვითონ იყო, პარლამენტის თავმჯდომარეც, პროკურორიც, მოსამართლეც, საგარეო საქმეთა მინისტრიც... მაშინ რატომ არ მოაგვარა, თუ ასეთი ადვილი მოსაგვარებელიაო? - სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი თვითონ იყო ქვეყანაში და ვერ მოიცალა. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი რომ მყისიერად გადაჭრა, უნდა იყო უპასპორტო, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი და უმუშევარი.
5 წლის უკან