ერთიც ვუთხარი „ხუილოა შენი მიშა“, და სწრაფად შინისაკენ გავეშურე

ერთიც ვუთხარი „ხუილოა შენი მიშა“, და სწრაფად შინისაკენ გავეშურე

პუბლიცისტ დავით კალანდიას იუმორისტულ-პოლიტიკური პოსტი სოციალურ ქსელში:

“ცოტა ხნის წინ, პურის რიგში, უცებ დიდი ხნის უნახავი პადრუგა ვნახე. ლამაზი ქალი, თვალებბრიალა, მკერდსავსე და მუხლმაგარი გოგო იყო, და ასაკშიც ასეთივე დარჩა.
თავის დროზე ერთად ვსწავლობდით უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში, ერთად გვირბენია, ერთად გვიკრეფია ია, შროშანი და ენძელა…

ორივეს გაგვიხარდა ერთმანეთი, გადავეხვიეთ, გავავკოცნეთ, ჩავხედეთ ერთმანეთს თვალებში, მოვიკითხეთ ერთიმეორის ანალიზები, წნევები, კბილები და დიაგნოზები.
(რიგი ნელა მიდიოდა, ამიტომ სალაპარაკოდ ბევრი დრო გვქონდა). ვსაუბრობთ ოჯახობაზე, საერთო ნაცნობობაზე, სიტუაციაზე მსოფლიოში, და უცებ…
-არა, მიშა რო ყოფილიყო, განა ამას დაუშვებდა?

-სად ყოფილიყო, ციხეში?-ჩვეული გონებამახვილობით ვიხუმრე, გადავიხარხარე და საპასუხო სიცილს დაველოდე.
პასუხად კი – სიჩუმე.

-ციხეში რატომ?-ცივად მეუბნება-ციხეში ბიძინა უნდა იჯდეს. მიშა ჩვენი პრეზიდენტია! უცებ გამოვფხიზლდი. დავაკვირდი, დიდხანს ვუყურე, ვხედავ მკერდიც უკვე ისეთი სავსე არა აქვს, მუხლებიც უკანკალებს და ერთდროს ცისფერ და ცოცხალ თვალებს სიცარიელე და მოწითალო ელფერი დაჰკრამს.

გამახსენდა, რომ სწავლის პერიოდში სამიანზე მეტი ნიშანი არ მიუღია, ისიც ჩაწყობით, და გამოსაშვებ გამოცდაზე კი, გედიკეს სონატინის შესრულების დროს, სამჯერ გაჩერდა, ტექსტი დაავიწყდა. მერე ისიც გამახსენდა, რომ მეორე კურსზე ბაბუაჩემისეული ტყავის პალტო მომპარეს და ახლა მივხვი, ვისი გაკეთებულიც იქნებოდა.

ამოვიღე ჯიბიდან სპირტი…სპირტი სულ დამაქვს პატარა ბოთლში, დავასველე ბამბა, კარგად გადავისვი თუჩებზე, რომლითას მის ლოყას შევეხე, მერე გამოვედი რიგიდან, ერთიც ვუთხარი „ხუილოა შენი მიშა“, და სწრაფად შინისაკენ გავეშურე. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ იმ რიგში ნაყიდი პური აღარ შეიჭმებოდა. იმის მერე პურს აღარ ვჭამ.

სიტყვა „წნევები“ სპეციალურად მაქვს ნახსენები, ტექსტის გასაცოცხლებლად და არ დამიწყოთ გასწორება. ვიცი როგორც იწერება. მესამადი განათლება ფილოლოგიური მაქვს, ლევან ბერძენიშვილთან დავდიოდი. მის ფასიან, ოცდაათლარიან ლექციებზე.” – წერს დავით კალანდია.

 

ანდრია ერთი გამაგებინა, ამის დამწერმა პურის რიგი, თანაც, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი, სად ნახა?
5 წლის უკან