"როდესაც გირგვლიანის ადვოკატს უჭირს იმის თქმა, რომ მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ვფიქრობ, ყველაფერი ნათქვამია“

"როდესაც სანდრო გირგვლიანის ადვოკატს (შალვა შავგულიძეს) უჭირს იმის თქმა, რომ მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ვფიქრობ, ყველაფერი ნათქვამია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, შალვა შავგულიძემ მორალური ზღვარი გადალახა.

"როდესაც ერთხელ გადალახავ მორალურ ზღვარს, მერე როგორც ჩანს ადვილად მიდის ეს ყველაფერი. ამიტომ არ უნდა გადაკვეთო მორალური ზღვარი, სამწუხაროდ, ეს გააკეთა შალვა შავგულიძემ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და „ევროპული საქართველოს“ წევრებს, ასევე შალვა შავგულიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება ვანო ზარდიაშვილის და დავით მათიკაშვილის კითხვას მოჰყვა, თვლის თუ არა შალვა შავგულიძე, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია არიან პოლიტპატიმრები.

tngh ამ კაცის ყველა კომენტარი "მწარეა", მაგრამ შიგ "ტოჩკაში" ურტყავს...
5 წლის უკან