შეთანხმება შედგა – ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა შეწყდა

შეთანხმება შედგა – ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა შეწყდა

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა შეწყდა, რადგან კომპანიის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა, რომელშიც მინისტრთა კაბინეტის წევრებიც მონაწილეობდნენ.  1 ივნისიდან მაღაროელებს  ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ, წლის განმავლობაში კი 10 %-ით.

მათი თქმით, მუშაობას ხვალიდან განაახლებენ. რამდენიმე საათის წინ ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა.