“კრიტიკასა და ლანძღვას შორის არსებობს რაღაც ზღვარი და საერთოდ არ ვთვლი, რომ ვინმეს გასალანძღი ვარ ამაში, მითუმეტეს ქინძისთავების” – ეს კომენტარი მომღერალმა ოთო ნემსაძემ ნიკა გვარამიას შესახებ საუბრისას იუმორისტული ჟანრის გადაცემაში “ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” გააკეთა.
საუბარია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებაზე, როდესაც მან ოთო ნემსაძე “ევროვიზიის” ფინაშლი ვერ გადასვლის გამო მწვავედ გააკრიტიკა.
“დაწერს ეხლა “გიჟი, გიჟი გადარეული, ხამი, ხამი…” – დასძინა ნემსაძემ გვარამიაზე საუბრისას.
14 მაისს თელ-ავივში ევროვიზიის ნახევარფინალი გაიმართა, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე მონაწილეობდა. ევროპელი მაყურებლის წინაშე 17 ქვეყნის წარმომადგენელი წარსდგა და მათგან ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა, თუმცა მილიონობით მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი გამოსვლისა საქართველო ამ სიაში ვერ მოხვდა. ოთო ნემსაძემ მაყურებლისა და ჟიურის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და შესაბამისად ფინალშიც ვერ მოხვდა.
ოთო ნემსაძე მაყურებლის წინაშე სიმღერა „სულ წინ იარე” შეასრულა. სიმღერის ტექსტი, რომლის მთავარი მესიჯიც ოკუპირებული აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, საზღვრებს მიღმა დარჩენილი ქართველი მოსახლეობა და მავთულხლართებია, დიანა გიორგაძეს, მუსიკა კი რომა გიორგაძეს ეკუთვნის.
საკონკურსო სიმღერის კლიპში მონაწილეობენ ანსამბლ „შავნაბადას” მომღერლები და სპეციალურად შერჩეული 50-ზე მეტი ადამიანი. ვიდეორგოლზე იმუშავა რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ. ოთოს ხუთივე ბექვოკალისტი, რომლებიც ევროვიზიის სცენაზე მასთან ერთად წარსდგნენ, ანსამბლ „შავნაბადას” წევრები არიან.
კონკურსის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში უამრავი შეფასება გავრცელდა, ბევრი მათგანი ოთოს ამხნევებდა, ბევრი კი აკრიტიკებდა.
ერთ-ერთი ვინც კრიტიკული და შეურაცხმყოფელი პოსტი დაწერა ნიკა გვარამია იყო. ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერდა, რომ მაყურებლის წინაშე სრულიად პროვინციული, გულისამრევად ცუდი (მუსიკალურადაც და კონცეპტუალურადაც) და ქაჯური ნომრით. მისივე თქმით, ნემსაძის ადგილი რესტორანშია.
ოთო ნემსაძე ,,რუსთავი 2 – ის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას კრიტიკას ასე უპასუხა:
“,,არის რაღაცეები რასაც ვერ გაატარებ. დიახ მე დღესაც რესტორანში ვმღერი და საერთოდ არ ვთვლი რომ ეს სირცხვილია ძალიან ბევრი მაგარი მუსიკოსი ვიცი მე რესტორანში და აი ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას, პროექტების ხარისხებს მიხედე “ჯიგარო” ისე 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე. ჩამორეკე ახლა გადაცემებთან.პ.ს. ნუ მბლოკავ მაინც არ გაგცემ პასუხს შენივე კედელზე. ” – დაწერა ნემსაძემ.