ხუთი დღიდან, მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და ამ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჟდომარე, ირაკლი კობახიძემ ანა დოლიძის საპასუხოდ, ჟურნალისტებთან, კომენტირებისას განაცხადა.
„ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ხუთი სრული დღე დავუთმეთ ჩვენ ამ საკითხების განხილვას, მათ შორის გვქონდა ორი ორდღიანი გასვლითი შეხვედრა. აბსოლუტურად ყველა მხარე იყო რეალურად ჩართული ამ შეხვედრებში გარდა, ანა დოლიძისა. ხუთი დღიდან, მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და ამ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე. ეს არის რეალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მის განცხადებას სერიოზულად ვერ მივიღებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.
ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ცვლილებები ადასტურებს, რომ ეს ცვლილებები სრული ფარსია.