როგორ გაიგოთ, რომ სწორ გზაზე დგახართ? - გადაწყვეტილება მიღებულია, თქვენ მიისწრაფით ცვლილებებისკენ, უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები. მაგრამ აქ შეგიპყროთ ეჭვებმა, თქვენ ფიქრობთ: „ხომ არ ჯობია დავტოვო ყველაფერი, როგორც არის? ხომ არ დავხარჯავ ძალას, ფულს, დავკარგავ ადგილს, უთიერთობებს, მერე კი ვინანებ, რომ გადავწყვიტე ცვლილებები?“. და ეს ეჭვები გიწამლავენ განწყობას, გართმევენ ძალას.
როგორ გაიგოთ, რომ სწორ გზაზე დგახართ?
გარშემომყოფებმა უკვე გამოთქვეს საკუთარი აზრი. ძირითადად, აგაფორიაქეს და შეგაშინეს. ცოტა ვინმე თუ უჭერს მხარს ადამიანს, რომელიც რაიმე გადაწყვეტილებას იღებს. ჯერ ერთი, თავად ეშინიათ ცვლილებებისა და გაბედული ნაბიჯების. მეორეც, ადამიანებს ეშინიათ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერს მათ აკიდებთ და სთხოვთ დახმარებას - მათ ხომ მხარი დაგიჭირეს, ესე იგი ვალდებულები არიან დაგეხმარონ. და მესამეც, ზოგიერთ ადამიანს არ უნდა, რომ რაიმე გამოგივიდეთ - ასეც ხდება.
მაშ სად ვეძებოდეთ პასუხები და როგორ გადაჭრათ დილემა, დაელოდოთ ნიშნებს. უნდა გააორმაგოთ ყურადღება და დაელოდოთ, ისინი აუცილებლად გამოჩნდება უახლოეს დღეებში. მოვლენების მწკრივში, ცხოვრების ჩვეულ დინებაში თქვენ შეძლებთ ნიშნების ამოცნობას. ისინი დაადასტურებენ თქვენი არჩევანის სისწორეს, თუ გადაწყვეტილება სწორი იყო.
აი, ზოგიერთი ბედნიერი ნიშნები:
მოულოდნელად გაიგებთ ისტორიას, რომელიც თქვენი ისტორიის მსგავსია და ყველაფერი კარგად დასრულდა. ეს შეიძლება იყოს შემთხვევითი ნაამბობი, რომელიც არ არის დაკავშირებული თქვენ გადაწყვეტილებასთან. შემთხვევით ნანახი ფილმი. ტექსტი სოციალურ ქსელში.
მოულოდნელად მიიღებთ ფულს. თუნდაც მცირე თანხას, მაგრამ ეს ძალიან კარგი ნიშანია. შეიძლება ფული არა, და იყოს საჩუქარი. ნებისმიერი მატერიალური ჯილდო, მოულოდნელი შემოსავალი - კარგი ნიშანია.
თქვენ უბრალოდ გიღიმით უცხო პატარა ბავშვი. ხვდებით ბავშვს სადმე: სეირნობის დროს, ლიფტში, სტუმრად, ტრანსპორტში, და სრულიად უცხო ბავშვი გულიანად გიღიმით. ის ასე გადმოქცემთ სასიკეთო ამბავს.
თქვენ გთხოვენ დაეხმაროთ აჩვენოთ გზა ან ტრანსპორტი საჭირო ადგილამდე, ან შეგეკითხებიან რომელი საათია. შესაძლებელია, რჩევაც გთხოვონ რაიმე ცხოვრებისეულ სიტუაციაში. თქვენ კი შეძლებთ, რომ უპასუხოთ. ეს ნიშანი მიუთითებს იმას, რომ თქვენ იცით და შეგიძლიათ.
სიზმარში მგზავრობთ ან დაფრინავთ. ან ფეხით მიდიხართ რაიმე მიზნისკენ. ეს სიზმრები ადასტურებენ - დროა იმოძრაოთ, თქვენი დრო მოვიდა!
თუ არსებობს თუნდაც ორი-სამი ნიშანი - ეს იმის ნიშანია, რომ უნდა დადებითად გადაწყვიტოთ. ნამდვილად, უნდა დაიძრათ და იმოძრაოთ მიზნისკენ. ნიშნები არაა დაბრკოლების გარეშე და უღრუბლო გზის გარანტია. ისინი უბრალოდ მიუთითებენ, რომ გზა არჩეულია სწორი მიმართულებით, ყველაფერი სწორად გადაწყვიტეთ. და ცვლილებებიც მომწიფდა. უნდა იაროთ წინ, დასახული მიზნისკენ...